Friday, July 1, 2016

ტრენინგი  დაიწყო  ურთიერთგაცნობით, შემდეგ ტრეინერმა გაგვაცნო ტრენინგის  მიზანი, პროექტებით სწავლების  ამოცანები  და  შედეგები. განგვიმარტა, რომ  ეს არის ინტელის  კურსი, რომელიც ჩართულია  საგანმანათლებლო  სივრცეში, მისი  მიზანია  სკოლის  მასწავლებლებმა  შექმნან  ტექნოლოგიებით გამდიდრებული  სასწავლო  პროექტები, განსაზღვრონ  მომზადების  საჭირო სავარაუდო  დრო,  დაიწყონ  სასწავლო პროექტების  გეგმაზე  მუშაობა,  შეძლონ  მოსწავლეებში  მაღალი  სააზროვნო  უნარების  განვითარება, მოსწავლეების  ჩართვა სასწავლო  პროცეში,  სასწავლო  აქტივობების  დაგეგმვა.
ტრენინგზე  განვიხილეთ  პორტფოლიოში  არსებული საქაღალდეების  შექმნა  თითოეული  მოდულის მასალების  შესანახად. გავეცანით პროექტის  გეგმის  შაბლონს, პორტფოლიოს შეფასების  რუბრიკას და პროექტის  პორტფოლიების  ნიმუშებს. ასევე განვიხილეთ  პროექტის  დაგეგმისა და პროექტის სწავლებაში დანერგვის  მიდგომა.ვისწავლეთპროექტების  გამოქვეყნება  სხვებისათვის  გასაზიარებლად, პროექტის  თემაზე  შევქმენით  ბუკლეტი,ასევე ჩემ მიერ  აგებულ  პროექტის  თემას  მივუსადაგე ესგ და 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები.ვისაუბრეთ სასწავლო  პროექტის  გეგმის მიმართულების  მიმცემი კითხვების  შესახებ[ ზოგადი, თემატური შინაარსობრივი] ყველაფერი  ეს შესაბამისად ქვე საქაღალდეებში შევინახე. მივიღე  შესაბამისი  დავალება.
                                                         

                                                                  მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების ჩვენებით. დავალებად გვქონდა პროექტის პრეზენტაცია. ტრენინგის მსვლელობისას გავეცანით ბლოგის სტრუქტურას. შევისწავლეთ გვერდების ჩასმა,ფონის შეცვლა, შევქმენით ბმულები ბლოგზე, ვიდეოების ჩაშენება, პრეზენტაციის ჩაშენება,განვიხილეთ მოდული N4. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების გახილვა და რესურსები. მივიღეთ საშინაო დავალება