Thursday, November 21, 2013

სასწავლო პროექტი - Sport in unserem Schulleben

პროექტის სახელწოდება:   Sport in unserem Schulleben
პროექტის მთავარი იდეა:ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრება
პროექტის აქტუალობა:  გააცნობს მოსწავლეებს  იმ გამოჩენილ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს სპორტში და ასევე იმ მოსწავლეებს, რომლებიც ამჟამად წარმატებულია სპორტში.თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების მიზნით მოსწავლეების ამ პროექტში ჩაბმა.
პროექტის მიზნები: გააცნოს  მოსწავლეებს ცხოვრების ჯანსაღი წესი და ამით მიღწეული წარმატებები. ახალ თაობაში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია, სოციალური აკადემიური უნარების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები მოიწვევენ  სკოლის წარმატებულ სპორტსმენებს, სლაიდების საშუალებით წარმოადგენენ თავიანთ პრეზენტაციებს და შექმნიან სტენდს სპორტსმენთა წარმატებების წარმოსაჩენათ.მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა სპორტულ სახეობაში, სპორტული შეჯიბრების მოწყობა
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: აუდიო და ვიდეო ტექნიკა, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი, მარკერი, ფერადი ფანქრები
ფლიგ-ჩარტი, სურათები, სპორტსმენთა მიღწევების ამსახველი დოკუმენტაცია, მედლები,ადამიანური რესურსი.
პროექტის მსვლელობა: პროექტის დაგეგმვა, ინფორმაციის მოძიება,შეხვედრა სპორტსმენებთან,  სპორტულ მუზეუმში წასვლა, სპორტული შეჯიბრების მოწყობა, სტენდის გაკეთება,  აუდიო-ვიდეო მასალების დამზადება, პრეზენტაცია.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
სპორტის მასწავლებელთან, სპრტსმენებთან კავშირი.
პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ბარათაშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: mananabaratashvili1@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: